LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპულარული ავტოშოუ TopGear ავტომოყვარულებს დაუბრუნდა

78

ბრიტანული ტელეკომპანიის BBC-ის ეთერში 29 მაისს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობილო შოუს, TopGear-ის ახალი სეზონის პირველი სერიის პრეზენტაცია შედგა. გადაცემის ახალმა წამყვანებმა, მაყურებლების მიზიდვა ტრადიციული შეჯიბრებებითა და უნიკალური ავტომობილების ჩვენებით დაიწყეს.

როგორც ცნობილი იყო, გადაცემის ძირითადი წამყვანი პოპულარული ბრიტანელი შოუმენი კრის ევანსი გახლავთ, მისი თანაწამყვანები კი ამერიკელი მსახიობი მეტ ლებლანი და გერმანელი მრბოლელი საბინა შმიტცი არიან.

23-ე სეზონის პირველ სერიაში წამყვანებმა ისაუბრეს Dodge Viper ACR-სა და Chevrolet Corvett Z06-ზე, ამასთანავე გამოსცადეს Ariel Nomad, ამერიკული Willys და Land Rover-ის ჯიპები. ისტორიული კუთხით კი გაიხსენეს ბრიტანული წარმოების სამთვალა რეტრო ავტომობილი Reliant Rialto, რომელიც 1980-1990 წლებში იწარმოებოდა.

 

 

გადაცემის პირველი სტუმარი ამერიკელი მსახიობი ჯესი აიზენბერგი და მზარეული გორდონ რემზი გახდნენ. სწორედ მათ წარადგინეს გადაცემის ახალი რუბრიკა ”ვარკსვლავი სარბოლო ავტომობილში”, რომელმაც წინა სეზონის რუბრიკა, ”ვარკსვლავი მდიდრულ ავტომობილში” უნდა ჩაანაცვლოს.

შეგახსენებთ, რომ TopGear-ის 22-ე სეზონი კომპანია BBC-იმ, გადაცემის ყოფილი წამყვანებთან წარმოქმნილი სკანდალის გამო, 2015 წლის ივნისში შეაჩერა და ყოფილი წამყვანები, ჯერემი კლარკსონის მეთაურობით სამსახურიდან გაათავისუფლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები