LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპულარულ კურორტზე ტურისტების აკრძალვა სურთ

119
867

კანარის კუნძულების მოსახლეობას ტურისტების აკრძალვა სურს, რადგან ისინი „კურორტებს ანადგურებენ“. ამის შესახებ Daily Star წერს.

როგორც გამოცემა აზუსტებს, საუბარი კონკრეტულად – ლანსაროტის, ტენერიფეს, ფუერტევენტურას, ლა-პალმას, ლობოსის, გრან-კანარიას და სხვა კუნძულების შესახებაა. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ევროპის ამ დანიშნულებებს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი აკითხავს ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, გერმანიიდან, სკანდინავიიდან თუ სხვა ქვეყნებიდან. მოგზაურთა უკონტროლო ნაკადის გამო ესპანური კუნძულები „კრახის“ წინაშე აღმოჩნდნენ.

აღნიშნული კურორტების მოსახლეობა ჩივის, რომ მასობრივი ტურიზმი მათ სამშობლოს ანგრევს. საცხოვრებლის ფასი მუდმივად იზრდება, ხოლო ქუჩები ნაგვით ივსება. ამის გამო ქსელში სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება მოწოდებები კანარის კუნძულებიდან თავის შორს დაჭერის შესახებ. „გეყოფათ! კანარის კუნძულებზე ნაკლები ტურიზმი იქნება. შეწყვიტეთ კურორტების ნგრევა.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები