LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპულარულ ესპანურ კუნძულზე ყოველი მეხუთე სასტუმრო ხუთვარსკვლავიანი იქნება

127

2018 წლისთვის ტენერიფეს ყოველი მეხუთე სასტუმრო ხუთვარსკვლავიანი იქნება. პოპულარული ესპანური კუნძული მასშტაბური რეორგანიზაციისთვის ემზადება. მთავრობის ხელმძღვანელის კარლოს ალონსოს ინფორმაციით, უახლოეს წლებში 8 ახალი სასტუმრო აშენდება, ხოლო 44 კი განახლდება. სასტუმროს ბაზის გაუმჯობესებისთვის 420 მილიონიანი ინვესტიციაა გამოყოფილი. ტურისტთა მომსახურების გაუმჯობესება ევროპიდან კიდევ უფრო მეტ დამსვენებელს მოიზიდავს და დახარჯული მილიონების ამოღებაც მალევე მოხდება. აღსანიშნავია, რომ ფეშენებელური სასტუმროების მომრავლება სამუშაო ადგილების რაოდენობასაც გაზრდის, რადგან 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში საშუალოდ 2-ჯერ მეტი პერსონალია დასაქმებული.

Playa Jardin,Puerto de la Cruz, Tenerife, Spain

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები