LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპულარულ აზიურ ქალაქში ტურისტებისგან გათავისუფლება გადაწყვიტეს

117
Capture

იაპონიის ქალაქ კიოტოში ადგილობრივები უკონტროლო ტურიზმით ძალიან დაიღალნენ და მათგან გათავისუფლება გადაწყვიტეს. ამის შესახებ Daily Mail წერს.

აღსანიშნავია, რომ მოგზაურების გამო ყველაზე დიდი ზიანი ადგება გიონის რაიონს, სადაც გეიშები მოღვაწეობენ. იაპონელთა თქმით, ტურისტები ხელოვანებს ძალიან ცუდად ექცევიან, ფოტოს გადასაღებად დასდევენ და ხშირად შეურაცხყოფასაც აყენებენ.

გარდა ამისა, მომაბეზრებელი ვიზიტორები ყოველ წლიურად სულ უფრო და უფრო მრავლდებიან, აღნიშნავს აზიური ქალაქის მთავრობა. სწორედ ამიტომ, ისინი გეგმავენ, რომ ტურისტებს გარკვეული ქუჩების მონახულება აუკრძალონ, რასაც სპეციალური აღნიშვნებით გააკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ სიტუაციაშია ბევრი ევროპული ქალაქიც და უცხოელი ვიზიტორებისთვის სხვადასხვა შეზღუდვებს აწესებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები