პოლონური მედიის ინფორმაციით, ვარშავაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა მაღაზიისა და ბენზინგასამართი სადგურის სალაროები გაქურდა.
„პოლიციამ ამოიღო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ქურდობის ორივე ადგილიდან. რის შედეგადაც მათ სწრაფად შეძლეს როგორც კაცის იდენტიფიცირება, ასევე მანქანის, რომლითაც ის გადაადგილდებოდა“,- წერს პოლონური მედია.
საქართველოს მოქალაქეს სისხლის სამართლის 6 საქმეზე წაუყენეს ბრალი. დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ 33 წლის კაცმა სალაროები იმავე მეთოდით პოლონეთის რამდენიმე ქალაქში გაქურდა.
დაკავებულს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.