პოლონეთში 50 წლის ზემოთ მყოფ პირებს ვაქცინის მესამე, ე.წ. “ბუსტერ-დოზას” შესთავაზებენ.
გამაძლიერებელი დოზის მიღების რეკომენდაცია ქვეყნის მთავრობამ უკვე გასცა.
ვაქცინის მესამე დოზას ასევე გაუკეთებენ სამედიცინო პერსონალს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მათიუშ მორავიცკიმ გუშინ განაცხადა, ბუსტერ-დოზა რეკომენდებულია მეორე დოზით აცრიდან ექვსი თვის შემდეგ.
მისივე თქმით, მესამე დოზაზე რეგისტრაცია 24 სექტემბერს დაიწყება.
ამასთან, პოლონეთში სუსტი იმუნიტეტის მქონე ზოგიერთ პირს უკვე აქვს საშუალება კოვიდვაქცინის მესამე დოზა გაიკეთოს.
მესამე დოზით ვაქცინაცია შესაძლებელია “ფაიზერის” ან “მოდერნას” ვაქცინებით.
ამ დროისთვის, პოლონეთში ორი დოზით ვაქცინირებულია 19 259 376 ადამიანი, რაც სრული მოსახლეობის 50.7 %-ია.