LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთის ხელისუფლება გამოხატავს მზადყოფნას, საქართველოს ვაქცინები გავუზიაროს

68
ანდჟეი დუდა

“განვაცხადე პოლონეთის ხელისუფლების მზადყოფნა, საქართველოს ვაქცინები გავუზიაროთ. ჩვენ ვიცით როგორ გამოიყურება სიტუაცია, რომ ვაქცინის მიწოდება თანასწორი არ არის.” – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ანდჟეი დუდამ აღნიშნა, რომ პოლონეთი დაგეგმილი დოზების მიღებას იწყებს და შეძლებს, ვაქცინების გარკვეული რაოდენობა საქართველოს გაუზიაროს.

“განვაცხადე პოლონეთის ხელისუფლების მზადყოფნა, საქართველოს ვაქცინები გავუზიაროთ. ჩვენ ვიცით როგორ გამოიყურება სიტუაცია, რომ ვაქცინის მიწოდება არ არის თანასწორი. ჩვენ ვიწყებთ უკვე დაგეგმილი დოზების მიღებას, აქედან გამომდინარე, შევძლებთ საქართველოს გავუზიაროთ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, ქართული საზოგადოების საკეთილდღეოდ. მე ქალბატონ პრეზიდენტს შევპირდი, რომ ვარშავაში დარბრუნებისთანავე ამ თემაზე ვისაუბრებ როგორც პოლონეთის ეროვნული ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელთან, ასევე პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და იმედი მაქვს, რომ ამ კუთხითაც ჩვენ შევძლებთ ვაჩვენოთ ქართველებს ჩვენი მეგობრობა და ერთმანეთის მხარდაჭერა ასეთ რთულ სიტუაციაში.” – თქვა ანჟდეი დუდამ.

მან ასევე სურვილი გამოთქვა, რომ საქართველომ შეძლოს, ტურისტული მიმართულებით მოიცვას პოლონელი ტურისტები, რომლებიც დაინტერესებულები იქნებიან საქართველოში ვიზიტით:

“ჩვენ ვისაუბრეთ პანდემიის საკითხებზე, მათ შორის გვინდა, რომ საქართველომ შეძლოს ტურისტული მიმართულებით მოიცვას პოლონელი ტურისტები, რომლებიც დაინტერესებულები იქნებიან საქართველოში ჩამოსვლით, რათა მათ, ვინც ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა, გამარტივებულად შეძლონ საქართველოში ვიზიტი.” – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები