LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთი თვითმფრინავებს აშშ-ს გადასცემს

145
1024px-MiG-29-Fulcrum-B-Luftwaffe

პოლონეთი მზადაა ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველა თავისი Mig-29 უფასოდ გადასცეს და ისინი გერმანიაში, რამშტაინის საავიაციო ბაზაზე განათავსოს.

ინფორმაციას პოლონეთის მთავრობა ავრცელებს.

პოლონეთი სთხოვს ამერიკას, რომ მას მიაწოდოს მეორადი თვითმფრინავები, რომლებიც კვლავ გამოყენებადია.

პოლონეთი ასევე მზადაა, დაადგინოს თვითმფრინავების შესწყიდვის პირობებიც.

ვარშავა ნატოს წევრ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს, რომ საკუთარი MIG – 29-ები აშშ-ს გადასცენ.

ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-სა და პოლონეთს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები უკრაინისთვის საბჭოთა თვითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებით.

მოლაპარაკებების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები მზად იყო პოლონეთისთვის გადაეცა ამერიკული თვითმფრინავები პოლონური საბჭოთა თვითმფრინავების სანაცვლოდ, რომელთაც შემდგომ უკრაინა მიიღებდა.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მხარეები მზად იყვნენ შეთანხმების მისაღწევად, თუმცა დასაზუსტებელი იყო, თუ როგორ მოხდებოდა თვითმფრინავების გაცვლა.

ფოტო: MIG-29 Wikipedia

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები