LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

39
BeFunky-collage (6)

პოლონეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიებსი სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით, ბრალდებული „ხულიგნური ქვენაგრძნობით, სრულიად უმიზეზოდ“ თავს დაესხა საქართველოში ტურისტული მიზნით მყოფ პოლონეთის მოქალაქეს და მას დანით სხეულის სხვადასხვა ადგილას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ამბობს, რომ ბრალდებულს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა და დაენიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები