ვარშავის ”ლეგიამ” ისეთი პერფორმანსი მოაწყო, რომ დორტმუნდის ”ბორუსიას” ფანები ყურებს ჩამოყრიდნენ.
ცეცხლი, პირსახოცი და მუქარა – სრულ კომპლექტში.
ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ”ლეგიას” ფანებმა მოიფიქრეს როგორ გაეოცებინათ მეტოქის ფეხბურთელები და გულშემატკივრები.
მოგეხსენებათ, ”ბორუსიას” ფანები ცნობილები არიან შავ-ყვითელში გადაწყვეტილი ულამაზესი სანახაობების მოწყობით.
საბოლოოდ კი, ისე გამოვიდა, რომ გაღიმებულები თავად პოლონელები დარჩნენ: დორტმუნდელებმა 6:0 მოუგეს.
მოგეხსენებათ, ახლახან ”ლეგიაში” ქართველი ვაკო ყაზაიშვილი გადავიდა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში, 66-ე წუთზე შეცვალეს.
https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=xCHaWFoOzu0