LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონელები ქუთაისში სამკერვალო საწარმოს ააშენებენ

119
03

2021 წლიდან პოლონური ინვესტიციით ქუთაისში, ჰუალინგის თიზში სამკერვალო საწარმო ამოქმედდება.

„მიუხედავად პანდემიისა, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, აქტიურად აგრძელებს ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში“, – აცხადებენ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.

მათივე ცნობით, მნიშვნელოვანია რომ პროექტის პირველ ფაზაში 50 ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.

„პოლონური კომპანიისთვის, საწარმოს ლოკაციის შერჩევის პროცესში, განიხილებოდა რამოდენიმე ლოკაცია, თუმცა საბოლოოდ არჩევანი საქართველოზე და ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე გაკეთდა. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღებისას ის მზა ინფრასტრუქტურა, ჩვენი შენობების სახით რომელსაც ინვესტორებს ვთავაზობთ. ამასთან ერთად ჩვენი კომპანიის ეიჩარ გუნდი უზრუნველყოფს მათი საწარმოსთვის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების პროცესების მართვას. ვფიქრობთ, რომ უკვე თებერვლის თვიდან, საწარმო სრული დატვირთვით ამოქმედდება“, – აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის კომერციული მენეჯერი გიორგი როგავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები