LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოლიტიკური პარტიების მხრიდან არათანმიმდევრული ქმედებები აღვივებს ნიჰილიზმს ამომრჩეველში“ – ლაშა დამენია

53
Screen Shot 2021-11-22 at 12.17.27

“ევროპული საქართველოს” პოზიცია ცნობილია, ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა დატოვონ პარლამენტი, რითიც უნდა შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი, რაც იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან მისასვლელად“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია „ლელო“-ს საპარლამენტო ფრაქციის ბოიკოტის დასრულებას.

როგორც დამენია აღნიშნავს, პოლიტიკური პარტიების არათანმიმდევრულობა აღვივებს ნიჰილიზმს ამომრჩევლებში.

„ყველა პარტიას აქვს თავისი დღის წესრიგი, ამ საკითხთან დაკავშირებით “ევროპული საქართველოს” პოზიცია ცნობილია, ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა დატოვონ პარლამენტი, რითიც უნდა შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი, რაც იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან მისასვლელად, არათანმიმდევრულობა პოლიტიკური პარტიების აღვივებს ნიჰილიზმს ამომრჩევლებში.“ – განაცხადა დამენიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები