ეროვნული შერიგების საკითხი ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი მთავრი განსახილველი თემაა. პოლიტიკური პარტიების ნაწილი ოპონენტებთან მოსალაპარაკებლად მზად არის. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფი დადებითად აფასებს, თუმცა ოპონენტებისგან კონსტრუქციული დიალოგის მოლოდინი არ აქვთ.
ეროვნული შერიგების საკითხთან დაკავშირებით, რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა.
როგორც ვიცით, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის ფარგლებში ოპოზიციური პარტიები მიმდინარე კვირიდან შეხვედრებს იწყებენ.
როგორ აფასებთ პრეზიდენტის მიერ დაწყებულ პროცესს და როგორია თქვენი მოლოდინი ამ შემთხვევაში, მოახერხებენ თუ არა ისინი შერიგებას?
„საქმე ისაა, რომ პოლარიზაცია საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა, ამიტომ დიდი ფილოსოფია არ სჭირდება იმას, რომ ეს პოლარიზაცია, რამენაირად უნდა შენელდეს და რაღაც შეთანხმება იყოს მიღწეული, თუ ვლაპარაკობთ ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებზე.
ამიტომ, პრეზიდენტის ინიციატივა, რა თქმა უნდა, სწორი და კარგია, მაგრამ არის მეორე მხარე, რამდენად არის დღეს მზად ნიადაგი იმისთვის, რომ ეს შერიგება მოხდეს და რამდენია ამის ალბათობა.
გადაწყვეტილება რომ მიიღო პრეზიდენტმა, დაიწყო შეხვედრები და თანაც განაცხადა, რომ ეს იქნება ინდივიდუალურად, ესეც სწორია.
„ზურაბიშვილმა ძალიან კარგი პროცესი დაიწყო“ - სუბარის განცხადებით, დღეს პრეზიდენტთან ე.წ შერიგების საკითხზე არ უსაუბრიათ
„დღეს კიდევ უფრო ნათლად ვხედავ, რომ ეს არის ადამიანი უზარმაზარი გამოცდილებით და ზუსტადაც შესწევს ძალა, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი თანხმობის ფასილიტატორი და წარმმართველი იყოს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სწორია ისიც, რომ საპატრიარქო არის ჩართული ამ პროცესში, მაგრამ ამ ეტაპზე პოლარიზაციის ძალიან მაღალი ხარისხია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი, პრეზიდენტი როგორ წარმართავს ამ პროცესს.
რა იქნება დასაწყისი, როგორი იქნება მისი განვითარება და რაც მთავარია არ უნდა ველოდოთ, რომ შედეგი რამდენიმე დღეში ან რამდენიმე თვეში დადგება.
საუბარი ერთია და საქმე მეორე, მით უმეტეს ხშირია პოლიტიკაში მსგავსი რამ: რეალურად რამდენად შესაძლებელია ნამდვილი შერიგება და არა მოჩვენებითი?
რთული კითხვაა და რთული თემაა. ამ ეტაპზე ეს, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.
ეს დამოკიდებულია პარალელურ პოლიტიკურ პროცესებზე. ძალიან მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, ხვალ როგორი აქცია იქნება.
რა რაოდენობა იქნება მოსახლეობის, როგორ წარიმართება ყოფილ პრეზიდენტთან, სახელმწიფოსა და მას შორის ურთიერთობა.
რა რეზონანსი მოჰყვება ყოველივე ამას საზოგადოებაში.
ურთულესი პრობლემაა. სხვა ქვეყნებშიც ყოფილა ანალოგიური პრობლემა და ვიცით, რომ ძალიან დიდი დრო დასჭირდა, სანამ პროცესი საბოლოო შედეგამდე მივიდოდა.
ჩვენც გვაქვს გამოცდილება, სხვას რომ თავი დავანებოთ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ვლაპარაკობ, როცა იქნა ხელმოწერა, შეთანხმება, მაშინ რა ვნახეთ? „ქართული ოცნება“ შეუერთდა პროცესს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ფაქტობრივად, უარი თქვა შეერთებოდა პროცესს. როცა „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა შეთანხმების თემები, მხოლოდ შემდეგ შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობა“.
ანუ მიუხედავად იმისა, რომ იმ დოკუმენტში, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ოცნებამ თქვა მასზე უარი და ჩათვალა, რომ აღარ ღირდა ამ პროცესის გაგრძელება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხოლოდ მაშინ მოაწერა ხელი.
შერიგებით ვინ მოიგებს უფრო მეტად – ტაქტიკურად ეს ნაციონალურ მოძრაობას უფრო აწყობს თუ ქართულ ოცნებას?
და საერთოდ რატომ მიდიან ამ ნაბიჯზე – დასავლეთის გავლენაც მოქმედებს, თქვენი შეფასებით?
პოლარიზაცია არის ძალიან მაღალი ხარისხის, ამას ვხედავთ ყველა, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც და ცდილობენ, რომ ეს პოლარიზაციის ხარისხი რამენაირად შემცირდეს.
დასავლეთი მხოლოდ მიესალმება ამას. ამას მოწმობდა შარლ მიშელის ჩარევა ამ პროცესში და საერთოდ, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების.
მაგრამ, რეალობაა დღეს ისეთი, თქვა, რომ ეს აუცილებლად წარმატებული იქნება, არის შეუძლებელი.
ეს პოლიტიკურ ძალებს კი არ უნდა აწყობდეს, ერთს ან მეორეს, ქვეყანას უნდა აწყობდეს.
აქ არ არის მხოლოდ ლაპარაკი პოლიტიკური ლიდერების შეთანხმება-არ შეთანხმებაზე, თუ ჩვენ მივდივართ საზოგადოების და ელექტორატის ერთიანობისკენ და არა ისევ დაყოფისკენ და დაქსაქსვისკენ.
მიშელის დოკუმენტმა პოლიტიკური ძალები თითქოს შეარიგა, მაგრამ ვერ მოარიგა დანარჩენი საზოგადოება.
თუ სახელმწიფოს უნდა აწყობდეს, მაშინ პოლიტიკურმა ძალებმაც ამისკენ უნდა გადადგან ნაბიჯი, მაგრამ მათ რომ ამისკენ ნაბიჯი გადადგან საზოგადოებაში უნდა შეიქმნას ამგვარი განწყობა. თუ საზოგადოებაში ამგვარი განწყობა არ შეიქმნება, თუ მოსახლეობა ჩათვლის „ქართულ ოცნებას“ მტრად, როგორც აქამდე ტრადიციულად, ხელისუფლებას ვცვლიდით მაშინ, როდესაც მოსახლეობის 2/3 ჩათვლიდა, რომ ნებისმიერი ჯობს არსებულ ხელისუფლებას.
თუ ჩვენ მანამდე შევძლებთ ამას, ეს იქნება გაერთიანება საზოგადოების და მოსახლეობის.
ამიტომ ეს არის უმთავრესი, რისი მიღწევაც აუცილებელია, პოლიტიკური ძალები მტრობიდან უნდა გადავიყვანოთ კონკურენციის რეჟიმში, ეს იქნება მიღწეული მიზანი,“-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში.