LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკოსი თუ სტუდიაში იჯდება არ მივალ, თუ ამომრჩეველმა ამირჩია, დებატებში მონაწილეობას მერე მივიღებ – ნანუკა ჟორჟოლიანი

90
nanuka-zhorzh (2)

“პოლიტიკოსი თუ სტუდიაში იჯდება, იქაც არ მივალ. თუ ამომრჩეველმა ამირჩია, დებატებში მონაწილეობას მერე მივიღებ, ამის პირობას გაძლევთ”,- ამის შესახებ პოლიტიკაში ახლადჩართულმა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

როგორც ნანუკა ამბობს, ის მთელს ენერგიას ხალხთან ხალხთან შეხვედრასა და მათთან საუბარში დახარჯავს და 25 დღის განმავლობაში ბევრ სოფელს მოინახულებს.

“25 დღე მაქვს, რომ ვნახო ამდენი სოფელი. ასაკში ვარ უკვე, ახალგაზრდობაში რომ მქონდა, არც მაგდენი ენერგია არ მაქვს. ახლა ამათთან თუ ეს ენერგია დავხარჯე ლანძღვა-გინებაში, ხალხს რაზე ველაპარაკო?! მთელი ჩემი ენერგია ხალხთან იქნება, რაიონში წავალ და ვიცხოვრებ. თუ პოლიტიკოსი იქნება, სტუმრადაც არ მოვალ. პოლიტიკოსი თუ სტუდიაში იჯდება, იქაც არ მივალ. თუ ამომრჩეველმა ამირჩია, დებატებში მონაწილეობას მერე მივიღებ, ამის პირობას გაძლევთ. ახლა ამის დრო არ მაქვს”, – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა „ფორმულას“ ეთერში.

ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც “ძალა ერთობაშიამ” სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა, აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას მომავალი კვირიდან დაიწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები