რესტორნებმა ორშაბათიდან, შესაძლოა მუშაობა თვითნებურად დაიწყონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ხელისუფლება ამ სფეროსთვის დაწესებულ რეგულაციებს არ გააუქმებს.
დღეს კანცელარიასტან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მთავრობას მოსაფიქრებლად ვადა პირველ თებერვლამდე მისცეს.
მოთხოვნებსა და დაანონსებულ დაუმორჩილებლობის აქციას მიეძღვნა გადაცემა “რეაქცია”, სადაც პანდემიისგან დაზარალებული სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
“ზუსტად პოლიტკოსების ბრალია, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაშია, – განცხადება რესტორატორმა მარინა სალუქვაძემ “ტვ პირველის” ეთერში. მისი თქმით, საზოგადოება ორ ნაწილად გახლიჩეს.
“ბოლო 30 წელია სამ მილიონიან ქვეყანას ვერ მოუარეს. ყველა სახელწმიფო ეხმარება ბიზნეს, თავიანთ მოქალაქეებს. ჩვენთან ამ 30 წლის განმავლობაში არცერთს არ უყვარდა საკუთარი ქვეყანა, სამშობლო და მხოლოდ თავიანთ ჯიბეზე ფიქრობდნენ.
მე ვარ ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი. კი, ძალიან გამიჭირდა. მე ის 200-ლარიანი დამხარებაც არ მაქვს, რომელიც ჩემმა თანამშრომლებმა მიიღეს, მაგრამ არ ვწუწუნებ. მთავარია, ჯანმრთელობა. მაგრამ, მე რა ვუთხარი იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ, რომ ყოველ დილას შეგვაშინონ, დაგვაფრთხონ”.