“რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობაზე, რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებულ ფილმს ეხმაურება.
როგორც ბერძენიშვილმა ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში განაცხადა, მას ფილმი არ უნახავს და მის ხარისხს ვერ შეაფასებს, თუმცა მისი თქმით, ხელისუფლების მიზანი წინასაარჩევნოდ გაუშვას ფილმი ეთერში, ამომრჩეველზე არ იმუშავებს.
დეპუტატის თქმით, რეალურად ფილმის ეთერში გაშვება ხელისუფლებას ბუმერანგივით შეუბრუნდება და ის მის რეიტინგზე ცუდად აისახება.
https://www.youtube.com/watch?v=ORBfmoyiEV4