შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სუფსის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ს. ქ. ქრთამის სახით, სისტემატურად იღებდა ფულს მოქალაქე ბ.პ.-სგან, რის სანაცვლოდაც აღნიშნულ პირს მფარველობას უწევდა სუფსაში მიმდინარე ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე ტექნიკიდან (ტრაქტორებიდან) საწვავის ფარულად დაუფლებასა და რეალიზაციაში.
გამოძიება ქრთამის აღების ბრალდებით მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.