ნებრასკაში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც საპოლიციო ავტომობილი გაიტაცა. საინტერესო ის არის, რომ დამნაშავემ პოლიცია დასახმარებლად თავად გამოიძახა, შემდეგ კი ავტომობილი გასტაცა.
პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ტროი ჯეიმსმა გადაუდებელი დახმარების ნომერზე დარეკა და განაცხადა, რომ ქალაქ ტულართან საწვავი გაუთავდა და გზაზე გაჩერდა.
ადგილზე მისული პოლიციელი ჯეიმსის დაკავებას შეეცადა, რადგან მისი აზრით ”უცნაურად იქცეოდა”.
პოლიციაში ირწმუნებიან, რომ ჯეიმსი შეიარაღებული იყო, მან პოლიციელი ავტომობილიდან გადმოიყვანა და საპატრულო ავტომობილი გაიტაცა. ჯეიმსის დაკავება მხოლოდ 225 კილომეტრის შემდეგ შეძლეს, როდესაც პოლიციის ავტომობილს საწვავი დაუმთავრდა.