LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელს, რომელიც მესის გაეხუმრა, ბრალი წაუყენეს (ვიდეო)

66

არაბი პოლიციელი, რომელმაც ხუმრობით ლეო მესის პასპორტი დაამზადა, სასამართლოს წინაშე წარდგა.
სამართალდამცავს არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ბრალად არგენტინელი ვარსკვლავის პირად ცხოვრებაში ჩარევა ედება.
დუბაელმა პოლიციელმა, რომელიც საპასპორტო კონტროლისას „ბარსელონას“ ფორვარდის დოკუმენტებს ამოწმებდა, მესის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ვიდეოზე გადაიღო და ქსელში Snapchat-ის დახმარებით განათავსა. ვიდეოს კი პოლიციელმა მინაწერიც გაუკეთა: „დავწვა თუ უბრალოდ უკან დავუბრუნო?“
სამართალდამცავმა რგოლს ხუმრობა უწოდა და განაცხადა, რომ ნებართვა მესის პირადი მცველისგან აიღო.
ფეხბურთის მოვლენა ლიონელ მესი დუბაიში დეკემბერში იმყოფებოდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს – Globe Soccer Awards – მისაღებად.

 

 

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=hsVkvdGTv8w

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები