LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელი Lamborghini-ით გაქცეულ დამნაშავეს ველოსიპედით დაეწია

43

იაპონელი პოლიციელი Lamborghini-ით გაქცეულ დამნაშავეს ველოსიპედით დაეწია. შემთხვევის კადრები ქსელში მოხვდა და დიდი გამოხმაურებაც გამოიწვია.

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ყვითელი სპორტქარის – Lamborghini Huracan-ის მძღოლმა მოძრაობის წესები დაარღვია, რის შემდეგაც ტერიტორიიდან მიმალვა სცადა. თუმცა, ველოსიპედზე მჯდომმა პოლიციელმა მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიუხედავად არათანაბარი ძალებისა,  სამართალდამცავი კანონდარღვევს ადვილად დაეწია და ჯარიმის გამოწერაც შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები