ლომბარდებს, ახალი რეგულაციებით, ელექტრონული ბაზის შექმნის ვალდებულება ეკისრებათ. როგორც ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განმარტა, ერთიან ელექტრონულ ბაზაში, ყველა დალომბარდებული ნივთი უნდა აღირიცხოს.
აღნიშნული რეგულაცია კრიმინალის შემთხვევების გამოსარიცხად წესდება.
ელექტრონულ ბაზაზე ონლაინ რეჟიმში ექნება წვდომა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე, სხვა უწყებებს.
“ვისაც აქვს სურვილი დარჩეს ამ ბიზნესში, ახალ რეგულაციებს უნდა დაექვემდებარონ და აღრიცხონ დალომბარდებული ნივთები. ეს გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ ლომბარდებში მოპარული ნივთები მოხვდეს. ეს იყო კრიმინალის წახალისების ერთერთი ფაქტორი”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
რეგულაციების ამოქმედებიდან ლობარდებს ექნებათ “გონივრული ვადა” იმისთვის, რომ ეს ბაზა შექმნან.
ახალი კანონპროექტი პარლამენტში დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში შევა. მინისტრის სურვილია, რეგულაციები ძალაში 1-ელი ივლისიდან შევიდეს.
ახალი რეგულაციები ასევე ითვალისწინებს, შეზღუდვებს უძრავი და მოძრავი ქონების დალომბარდებისას.