„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველებმა 17 პირი დააკავეს.
აქციის მონაწილეები „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებს აპროტესტებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 პირი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.