LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ რუსთაველზე კარვები აშალა – “ესკალაციის თავიდან ასაცილებლად გადავინაცვლებთ ოფისში”

24

რუსთაველზე მიმდინარე აქცია შეწყდა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ბექა წიქარიშვილის განცხადებით, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ისინი ქუჩიდან ოფისში გადაინაცვლებენ.

დღეს დილით პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარვების აშლისკენ მოუწოდა, დაუმორჩილებლობის შემდეგ კი კარვები თავად აშალეს. მიმდებარე ტერიტორიაზე კი წესრიგის დარღვევისთვის, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 3 პირი დააკავეს.

“თეთრი ხმაურის” მოძრაობის ლიდერის თქმით, კარვების დაშლისთვის სამართალდამცველებს პასუხი მოეთხოვებათ, რადგან ეს უკანონო ქმედება იყო.

რაც შეეხება დღეს დილით დაკავებულებს, წიქარიშვილის ინფორმაციით, ისინი აქციის მონაწილეები არ ყოფილან.

“როგორც გავიგე ეს ადამიანები აქციის მონაწილეები არ იყვნენ და მათ ერთმანეთში დაპირისპირებათ მოუვიდათ. კარვები აშალეს … კანონი არ არსებობს, რომლებიც ადამიანებს კარვების გაშლას უკრძალავს.”, – განაცხადა წიქარიშვილმა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 5 კარავი წუხელ დადგეს. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები 12 მაისს კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. მათ 4 მოთხოვნა აქვთ: „პირველი – თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე – დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე – დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი“.