პოლიციამ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს პარლამენტის შენობის წინ შესვლის უფლება მისცა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს „მდუმარე აქციის“ მონაწილეებმა, რომლებიც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა სამარშრუტო ტაქსებით გაიყვანეს.
„პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მდუმარე აქციის მონაწილეებს, ბოთლებს, კვერცხებს და ქვებს ესროდნენ. მათ პარლამენტის შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს.
რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მიიყვანეს