ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბორნმუთს“ შორის სტადიონზე ნაპოვნი საეჭვო პაკეტის გამო გადაიდო.
თამაშის გაუქმების გადაწყვეტილება მანჩესტერის პოლიციამ მიიღო „ოლდ ტრაფორდზე“ აფეთქების საშიშროების გამო.
პოლიციამ პაკეტი სტადიონზე მატჩის დაწყებამდე აღმოაჩინა. ამის შემდეგ ორი ტრიბუნიდან გულშემატკივრების ევაკუაცია მოხდა და თამაშის დაწყება 45 წუთით გადადეს.
მოგვიანებით კი პოლიციამ შეხვედრის საერთოდ გაუქმება გადაწყვიტა.
როდის შედგება მატჩი ჯერ ცნობილი არ არის.