ქაშუეთთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე უფლებადამცველი გიორგი გაბედავა დააკავეს.
ის სავარაუდოდ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
ქაშუეთთან აქცია პარლამენტთან ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მომხრეთა აქციის საწინაღმდეგოდ მიმდინარეობს. ხალხი ითხოვს, მიუშან მთავარ აქციაზე, რომელთანაც კონტრაქციის მონაწილეებს საავტომობილო გზა და პოლიციის კორდონი ჰყოფთ.
პოლიცია კონტრაქციის მონაწილეების შეკავებას ცდილობს. ქაშუეთთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტუაცია დაძაბულია.