LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ კერძო პირის საკარმიდამო ნაკვეთიდან 3 პიკაპი კანაფი ამოიღო

1003
მარიხუანა

იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული ზ.კ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ბრალდებით დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ, ბაღდათის რაიონში, დაკავებულის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკისას 36 ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე ,,კანაფი” ამოიღო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით. – ნათქვამია იმერეთის, რაჭა ლეჩხუმის და ქვემო-სვანეთის პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

https://www.facebook.com/imeretisrachalechkhumisdakvemosvanetispolitsia/videos/213142309583589/?t=2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები