პოლიციამ კახეთში ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ხოლო მისი არასრულწლოვანი ძმა ამავე დანაშაულის ჩადენაში ამხილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ძმებმა მიმდინარე წლის 7 ივლისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარეს.
„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.