LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ “გლოვოს” კურიერის მოპედი იპოვა – ქურდობაში არასრულწლოვნები ფიგურირებენ

104
gggggggg

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნეს. სამართალდამცველებმა მოქალაქის კუთვნილი მოპედის ქურდობაში არასრულწლოვნები გამოავლინეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე შ.გ.-მ, რომელიც კომპანია “გლოვოს” თანამშრომელია, მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ველობილიკზე რამდენიმე წუთით დატოვა თავისი მოპედი, თვითონ ჰიპერმარკეტ “აგროჰაბში” შევიდა შეკვეთის ასაღებად, უკან დაბრუნებულს კი მოპედი ადგილზე აღარ დახვდა. შ.გ.-მ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოს მიმართა და კუთვნილი მოპედის ქურდობის ფაქტი დააფიქსირა.
პოლიციამ ნაქურდალი მოპედი ისანი-სამგორის რაიონში იპოვა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს,”-აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები