LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ გიორგი მარგველაშვილის სიძე დააკავა

320
gogochuri-e1544076842474-890x395-c

სამართალდამცველებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავება სასტუმრო „პარაგრაფში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას/ცემას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას, ტარებას ითვალისწინებს.

მინდია გოგოჭური პრეზიდენტის მეუღლის მაკა ჩიჩუას ქალიშვილის, მაშო ჩიჩუას ქმარია. მისი სახელი სხვადასხვა კრიმინალური საქმის დროს მედიაში არაერთხელ გაჟღერდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები