LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

82
shss

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული პირი დააკავეს, დანაშაული 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, ავტომობილის მძღოლი პოლიციელის ავტომანქანას განზრახ შეეჯახა და თანხმებ პირებთან ერთად მიიმალა. შემთხვევის შედეგად, პოლიციელმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ერთ-ერთი თანხმლები პირია, რომელმაც შემთხვევის შესახებ არ შეატყობინა პოლიციას და სხვა პირებთა ნერთად მიიმალა.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გამოძიება და დანიშნულია ექსპერტიზები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები