LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ დააკავა მორჩილი, რომელმაც მეორე მორჩილს სცემა

288
BeFunky-collage (8)

სამართალდამცველებმა ძალადობით განხორციელებული დევნის, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ბრალდებით ერთი პირი, 1987 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.გ.-მ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში რ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა. ძალადობის ამსახველი კადრები მოგვიანებით სოციალური ქსელი ფეისბუქის მეშვეობით გავრცელდა” – აცხადებს შსს.

დაკავებულს ბრალად ედება ძალადობით განხორციელებული დევნა, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება.

სტუდენტმა მანახა ვიდეო, მის მამათმავლობასთან დაკავშირებით – ანაფორიანი პირების ჩხუბის კადრებს მამა შალვა კეკელია ეხმაურება

შეგახსენებთ, Facebook-ზე ვიდეო გავრცელდა, სადაც დაუფარავად ჩანს ერთი სასულიერო პირის მიერ მეორეზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

„მე შენ რა გითხარი, კაბა არ ჩაიცვა-თქო… რომ გაგხადეთ კაბა, რატომ იცვამ კიდევ?“ -სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც მორჩილის მიერ განდევნილი სასულიერო პირის მიმართ ძალადობაა აღბეჭდილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები