თბილისში, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა და ტაქსის მძღოლმა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინეს.
შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში გავრცელდა.
როგორც კადრებში ჩანს, მამაკაცი მტკვარში გადახტომას აპირებდა, თუმცა, ტაქსის მძღოლმა მისი დაჭერა, პოლიციის თანამშრომლებმა კი ხიდიდან მისი უვნებლად ამოყვანა შეძლეს.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევა 16 იანვარს, ძველ თბილისში მოხდა. რაც შეეხება თავად პოლიციელებს, მწყერაშვილი დავითი და ლევან ღოლიჯაშვილი არიან. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს I განყოფილების თანამშრომლები არიან.