პოლიციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 735 ფაქტი გამოვლინდა.
უწყების ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 93 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 642 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შეგახსენებთ, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით; იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარით დაჯარიმებას. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.