LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ ბათუმში 9 სავაჭრო ობიექტზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით 1 პირი დააკავა

ხანძარი-ბათუმში-7

პოლიციამ ბათუმში 9 სავაჭრო ობიექტზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით 1 პირი დააკავა. მას ცეცხლის წაკიდებით ნივთის  დაზიანება-განადგურებაში ედება ბრალი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 30 აგვისტოს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ცეცხლი განზრახ გაუჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხანძრის შედეგად დაიწვა 9 სავაჭრო ობიექტი, ზარალის საერთო ოდენობამ კი მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მან გამოკითხვისას, ასევე, აღიარა, რომ 30 აგვისტოს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ხანძარი განზრახ გააჩინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები