LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ 14 წლის წინ მოპარული ველოსიპედი იპოვა

65

ესტონეთის პოლიციამ 14 წლის წინ მოპარული ველოსიპედი იპოვა. გამოცემა „Postimees”-ის ინფორმაციით, სამართალდამცავები დაკარგულ ნივთს 30 კილომეტრის მოშორებით გადააწყდნენ და მაშინვე მფლობელს დაუბრუნეს. ველოსიპედის პატრონს სიახლე ძალიან გაუხარდა, რადგან მის დაბრუნებაზე აღარც კი ოცნებობდა.

აღსანიშნავია, რომ ორბორბლიანი ტრანსპორტი მრავალსართულიანი სახლის აივნიდან მოიპარეს. პატრონმა მაშინვე პოლიციას მიმართა, თუმცა ქურდობის დეტალების გარკვევა, თუ ველოსიპედის პოვნა მაშინ ვერ მოხერხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები