LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოლიციაც დღეს ამუშავდა, სკოლაც დღეს მოფხიზლდა, ფსიქოლოგიც დღეს გამოუჩნდა და უნამუსოდ, დაგვიანებით გულმოკლული მოქალაქეებიც…“

87
iraklikupradze

„ლელოს“ წევრი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ქობულეთში 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის ამბავს და წერს:

„13 წლის გოგოგნა ქობულეთში.

მამა გარდაცვლილია, დედა თურქეთში მუშაობს.

23 წლის მამაკაცი სექსუალურად ძალადობს 13 წლის გოგონაზე.

პოლიციამ 4 თვის წინ იცოდა, მოძალადე არ დაუკავებია.

სკოლას საკმარისი ინფორმაცია არ აქვს.

სკოლა იტყუება, თითქოსდა ფსიქოლოგი მუშაობდა ბავშვთან.

სოცმუშაკი რისკებს ვერ აფასებს. საბედისწეროდ ცდება.

დაბადების დღე ჰქონდა და 14 წლის გახდა.

გუშინ ამ 14 წლის გოგონამ თავი მოიკლა

მოძალადე 23 წლის მამაკაცი დღეს დააკავეს.

პოლიციაც დღეს ამუშავდა, სკოლაც დღეს მოფხიზლდა, ფსიქოლოგიც დღეს გამოუჩნდა და უნამუსოდ, დაგვიანებით გულმოკლული მოქალაქეებიც – ჩემი და თქვენი სახით“.

14 წლის არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დაკავებულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები