LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიცია იძულების პროპორციულ ზომას იყენებდა – მეზვრიშვილი ხელვაჩაურში მომხდარზე საუბრობს

81

რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული, ფაქტი ამ ვიდეოში არის ერთი – პოლიციელთა მხრიდან მის ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, პოლიცია მოქმედებდა და იყენებდა იძულების პროპორციულ ზომას, რასაც კანონი ითვალისწინებს, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს ხელვაჩაურში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, საპროცესო მოქმედების მონაწილეები საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე ყოველთვის თანხმობას არ აცხადებენ და ასეთ შემთხვევაში კანონი საგამოძიებო მოქმედებების იძულებით ჩატარებას ითვალისწინებს.

„ადვოკატი თავად ესწრებოდა ამ საგამოძიებო მოქმედებას. ის ორი კვირის განმავლობაში ფლობდა ამ ვიდეომასალას და წინასასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, რა მოტივაცია შეიძლება ამოძრავებდეს ადვოკატს. ეს არის არაეთიკური საქციელი, არ შეიძლება პოლიციელების და სამართლდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ადამიანები კანონის სრული დაცვით მოქმედებენ.

ნიმუშის აღება აუცილებელი იყო, რათა დაგვედგინა, ჰქონდა თუ არა მას ყაჩაღობასთან რაიმე ფორმით შეხება. ეს იყო აუცილებელი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმისთვის. ეს მოხდა სასამართლოს განჩინებით, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. საუბარი იმაზე, რომ პოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა, ზედმეტი,ა“ – განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა.

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლები პატიმარზე ძალადობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები