LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიცია ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში შევიდა – „მაისის სტუდენტური მოძრაობა“

149
ბაგები სტუდქალაქი

„მაისის სტუდენტური მოძრაობის“ ინფორმაციით, პოლიცია ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში შევიდა. მათივე ცნობით, „საპოლიციო რეჟიმი აქტიურ მოქმედებას იწყებს და ბოლო დროს ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე სტუდენტების გასანეიტრალებლად სხვადასხვა გზებს ეძებენ“.

მათივე ცნობით, „აღნიშნული ფაქტი არის პირდაპირი გზავნილი სტუდენტებისთვის, რომ თუ გაბედავენ, ნებისმიერი სახით, სახელმწიფოში გაბატონებული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ სახელმწიფო საპოლიციო რეჟიმი პასუხს გასცემს“.

მოძრაობა თსუ-გან და პროფესორებისგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას და მომხდარ ფაქტზე რეაგირებას მოითხოვს.

„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

„ჩხრეკას ადგილი არ ჰქონია“ – თსუ-ს პასუხი ბაგების სტუდქალაქში პოლიციის შესვლაზე

„როგორც სტუდენტებმა გვითხრეს, მათ თავი ვაკის პოლიციის თანამშრომლებად გააცნეს და პირადი მონაცემები გამოართვეს. ამავდროულად, მათ სტუდენტებისთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, თუ რას ემსახურებოდა პერსონალური ინფორმაციის შეგროვება. ამის შესახებ სტუდენტები ადმინისტრაციას არ გაუფრთხილებია. პოლიციის თანამშრომლებს არ ახლდნენ საცხოვრებლის ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ასევე,არ იყვნენ ინფორმირებულნი მსგავსი აღრიცხვის საჭიროების და მნიშვნელობის შესახებ.

გასაგებია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ არის სტუდენტების ინტერესების დამცველი. მათ არ აინტერესებთ უნივერსიტეტის მომავალი და საკუთარი ინტერესების გადარჩენისთვის იბრძვიან, მაგრამ ეს ფაქტი არის მიზანმიმართული რეპრესიების მაჩვენებელი, რის საშუალებასაც აძლევს უნივერსიტეტი სახელმწიფოს სტუდენტების წინააღმდეგ.

დაუშვებელია, სტუდენტებს უწევდეთ საუნივერსიტეტო სივრცეში ძალოვანი უწყებების პირისპირ ყოფნა. ეს არ არის პირველი შემთხვევა. წლების განმავლობაში აკადემიურ სივრცეში სისტემის მიერ ხელდასმული ადამიანები მუშაობდნენ. მათი ნაწილი დღესაც იკავებს მოწინავე თანამდებობებს და გამოირჩევიან სტუდენტების მიმართ აგრესიული და ძალადობრივი ქმედებებით. აღნიშნული ფაქტი არის პირდაპირი გზავნილი სტუდენტებისთვის, რომ თუ გაბედავენ, ნებისმიერი სახით, სახელმწიფოში გაბატონებული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ სახელმწიფო საპოლიციო რეჟიმი პასუხს გასცემს.

„მაისის სტუდენტური მოძრაობა“ არ აპირებს მიიღოს ეს მუქარა სტუდენტების მიმართ და მოვითხოვთ, უნივერსიტეტმა გააკეთოს განცხადება მომხდარის ფაქტის შესახებ. გვითხრას, თუ რატომ მისცეს პოლიციას სტუდ-ქალაქში შესვლისა და პერსონალური ინფორმაციის მოპოვების უფლება. სხვა შემთხვევაში, საჯაროდ დაგმონ პოლიციის მოქმედება და მოითხოვონ საჯარო პასუხი.

გვჭირდება, პროფესორების მკაფიო პოზიციაც.

პოლიციას არაფერი ესაქმება უნივერსიტეტში, სტუდენტების საცხოვრებელში, თუმცა, ბოლო პერიოდში, ხელისუფლება ავტორიტარული გამოვლინებებით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

❗️საპოლიციო რეჟიმი აქტიურ მოქმედებას იწყებს. ბოლო დროს ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე სტუდენტების…Posted by მაისის სტუდენტური მოძრაობა on Saturday, 18 March 2023

 

ფოტო: გიორგი გაგუა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები