ელექტრომობილების მწარმოებელი შვედურ–ჩინური ბრენდი ელექტროკროსოვერების გამოშვებას იწყებს, თანაც აშშ–ს ტერიტორიაზე. კომპანიის წარმომადგენელთა აზრით, ასეთი გადაწყვეტილება მოდელების ტრანსპორტირების დროს შემაცირებს და ბრენდის კლიენტები მათ შეძენას ბევრად უფრო ნაკლებ თანხად შეძლებენ.
რამეთუ, ავტომატიზაციის და რობოტიზაციის განვითარებასთან ერთად წარმოების გეოგრაფიის არჩევა, არამხოლოდ იაფ მუშახელთან, არამედ გასაღების ბაზრის სიახლოვესთანაა დაკავშირებული.
ელექტრონული კროსოვერის Polestar 3–ის აწყობა სამხრეთ კაროლინას შტატში Volvo–ს ქარხანაში იგეგმება. დაწესებულება 2018 წლიდან მუშაობს და S60 სედანებს უშვებს, თანაც ექსპორტისთვის. შვედურ–ჩინური კომპანია გეგმავს, რომ აშშ–ს ტერიტორიაზე 25 სადილერო ცენტრიც გახსნას, რომლებიც მომავალში კლიენტებს ტესტ–დრაივის სერვისს შესთავაზებენ და ელემენტიან კროსოვერებსაც მოემსახურებიან.
ამერიკული Polestar 3 მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. ახალი წარმოება კომპანიას არამხოლოდ ხარჯებს შეუმცირებს, არამედ ავტომობილების ტრანსპორტირების მანძილის შემცირების გამო გარემოსთვის ნაკლები ზიანის მომტანიც იქნება.
და ბოლოს, ელექტრონული კროსოვერის გამოშვება 2022 წლიდან იგეგმება.