LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლ უოკერის მამა Porsche-ს უჩივის

22

პოლ უოკერის ქალიშვილის, მიდოუს შემდეგ, ავტოკონცერნ Porsche-ს ტრაგიკულად გარდაცვლილი მსახიობის მამა უჩივის. მამაკაცი, ისევე, როგორც მისი შვილიშვილი, დარწმუნებულია, რომ პოლი არ დაიღუპებოდა, Porsche Carrera GT-ში უსაფრთხოების შესაბამისი ზომები რომ ყოფილიყო.

პოლ უოკერ-უფროსი ამტკიცებს, რომ ავტომობილის აწყობის დროს, მოხდა გარკვეული დეფექტის დაშვება, რამაც იქამდე მიიყვანა, რომ ხეზე შეჯახების დროს მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მსახიობის მამის თქმით, ყველაფერი წესრიგში რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა.

Porsche-ს წარმომადგენლებს მორიგ ბრალდებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ სასამართლოში საქმე ცნობილი ავტოკონცერნის წინააღმდეგ მსახიობის ქალიშვილმაც აღძრა. მაშინ მას უპასუხეს, რომ ავარიის დროს მომხდარ ტრაგედიაში მათი ავტომობილი „დამნაშავე“ არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები