LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლ უოკერის გარდაცვალებაში სასამართლომ Porsche დამნაშავედ არ ცნო

19

კალიფორნიის სასამართლომ კომპანია Porsche მსახიობ პოლ უოკერის გარდაცვალებაში გაამართლა. ცნობილია, რომ „ფორსაჟის“ ვარსკვლავის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლემ, ხოლო მოგვიანებით ქალიშვილმა ბრალი სწორედ Porsche-ს დასდეს და საქმე სასამართლოშიც აღძრეს.

დასკვნის თანახმად, მცდარი აღმოჩნდა ბრალდება იმის შესახებ, რომ ავტომობილის სალონი არ იყო საკმარისად მყარი, რათა დარტყმისთვის გაეძლო. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბედისწერო აღმოჩნდა მანქანის წინა და არა გვერდითა მხრიდან ბოძთან შეჯახება, როგორც ამას უოკერის ქვრივი ამტკიცებდა. არ დადასტურდა არც საწვავის ავზისა და განათების გაუმართაობაც.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ნოემბერში, ავტოავარიის შედეგად მსახიობი პოლ უოკერი და მისი მეგობარი, როჯერ როდასი ტრაგიკულად დაიღუპნენ. ისინი სუპერქარ Porsche Carrera GT-ზე 150 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდნენ. მოულოდნელად მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, წინა მხრიდან ბოძს შეეჯახა და ავტომობილი დაიწვა.

paul-walker-car-600

fortunaplus.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები