პოლ პოგბა სექსუალური შეძახილებით სასტუმროს ძილის საშუალებას არ აძლევდა.
”მანჩესტერის” ნახევარმცველმა მშვენიერი დრო ატარა მომღერალ დენსიასთან ერთად.
ფრანგ ფეხბურთელს Lowry Hotel-ის სტუმრებმა უჩივლეს. ერთ-ერთმა სტუმარმა თქვა, რომ პოგბა და დენსია ნომერში მიჯრით რამდენიმე ღამე ერთობოდნენ.
”დასაძინებლად 2 საათისთვის დავწექი. ნომერში პოგბა ხმამაღლა მღეროდა ჰიპ-ჰოპს და გაუთავებელი სიცილი ისმოდა. სამი საათისთვის ხარხარი კვნესით შეიცვალა, რომელსაც ვერაფერში აურევ. ეტყობა, არ ანაღვლებდათ ვინმე გაიგონებდა თუ არა. ეს დაუსრულებლად გრძელდებოდა და პორნოფილმს მოგაგონებდა”, – უთხრა სასტუმროს სტუმარმა The Sun-ს.
ეს ვერსია კიდევ ერთმა სტუმარმა დაადასტურა. მისი სიტყვებით, ეს ყველაფერი 24-დან 30 სექტემბრამდე ყოველ ღამე მეორდებოდა.
”მანჩესტერმა” უარყო ბრალდება. კლუბში აღნიშნეს, რომ სასტუმრო Lowry-დან არანაირი საჩივარი არ მისულა.
დენსია – კამერუნელი მომღერალია, რომელიც ჰიპ-ჰოპს ასრულებს. გოგონამ ყურადღება გრემი-2016-ის დაჯილდოებაზე მიიპყრო, როდესაც პუბლიკას მკვეთრი ვარდისფერი კომბინიზონით წარუდგა და თან ზედ რბილი სათამაშოები ეკიდა.
პოგბა და დენსია პირველად ზაფხულში ლოს-ანჯელესის არდადაგებზე შენიშნეს.