პოლ პოგბამ საფრანგეთის ნაკრების სხვა წევრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგების აღსანიშნავად სამახსოვრო ბეჭდები აჩუქა.
ბეჭდებზე გამოსახულია საფრანგეთის დროშა, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ემბლემა, მსოფლიო თასი, წარწერა ”მსოფლიოს ჩემპიონები” და ანგარიშები, რომლებითაც ფრანგებმა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებში დაამარცხეს მეტოქეები.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთმა 4:2 მოუგო ხორვატიას.
ფინალში გამარჯვების გოლი სწორედ პოლ პოგბამ გაიტანა.