ვატიკანში, რომის პაპ ფრანცისკესთან პოეტ დათო მაღრაძის აუდიენცია შედგა.
შეხვედრა 29 სექტემბერს შედგა.
შეხვედრის მთავარი გზავნილი იყო ფრაზა დათო მაღრაძის პოემიდან „ბარაქიანი მიწა” – მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად.
პოეტმა პაპს საკუთარი ხელმოწერილი წიგნი და დეკანოზ ალექსანდრე გალდავას შესრულებული ხატი გადასცა.
პაპმა ფრანცისკემ დათო მაღრაძეს ჯვარი უსახსოვრა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ვატიკანში, ქეთევან ბაგრატიონი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა პოეტის მეუღლე, ლალი ანდრონიკაშვილი.