LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პლეობოის” ახალი ნომრის გმირი პლუს ზომის მოდელი გახდა

22

„პლეობოის” ახალი გამოცემის ახალი გმირი ბრიტანელიპლუს ზომის მოდელი, 52 წლის მოლი კონსტბელი გახდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოცემამ არასტანდარტული პარამეტრების მქონე ქალბატონი მიიწვია.

ჟურნალის დამაარსებლის, ჰიუ ჰეფნერის გარდაცვალების შემდეგ, „პლეობოიმ” გადაწყვიტა გარდაცვლილი გამომცემლის კურსი გააგრძელოს და არასტანდარტული გადაწყვეტილებები მიიღოს. ნოემბრის ნომრისთვის რედაქტორებმა მოდელი-ტრანსგენდერი მიიწვიეს.

რაც შეეხება კონსტბელს, ის სამოდელო ბიზნესში ახალი არ არის. წლის დასაწყისში ბრიტანულმა Vogue-მ 20 ყველაზე პერსპექტიულ მოდელს შორის დაასახელა. მოლის პორტფოლიოში არის ფოტოსესიები შემდეგი გამოცემებისთვის: Vogue, Harper’s Bazaar UK, LOVE. გარდა ამისა, Instagram-ზე ბევრი მიმდევარიც ჰყავს. ფოტოგალერეა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები