Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პლაზმის შეგროვება უკვე დავიწყეთ, ახლა მთავარია გამოჩნდეს შესაფერისი პაციენტი: ცერცვაძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლაზმის შეგროვება უკვე დავიწყეთ, ახლა მთავარია გამოჩნდეს შესაფერისი პაციენტი: ცერცვაძე

119
cercvadze-1

“კოვიდ 19”-ის  სამკურნალოდ გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმის შეგროვება უკვე დავიწყეთ, ახლა შესაფერისი პაციენტი უნდა გამოჩნდეს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა.

„ეს არ არის მედიკამენტი, ძალიან ეფექტური მეთოდი, რომელიც საუკუნის წინაც გამოიყენებოდა „ისპანკის“, ებოლას, ფრინველის გრიპის, H1N1-ის დროს, მაგრამ აქ არის ერთი სპეციფიკა, ამას სჭირდება ძალიან მაღალი ტექნოლოგიები და ძალიან მაღალი კომპეტენცია. ჩვენ თითქმის მივედით იქამდე, რომ მკურნალობის ამ მეთოდს მივმართოთ ანუ პლაზმების შეგროვება უკვე დავიწყეთ. ახლა უნდა გამოჩნდეს შესაფერისი პაციენტი, ეს უნდა იყოს მძიმე პაციენტი, სადაც სხვა მედიკამენტებმა არ მისცა ეფექტი, რომ მას გადავუსხათ ეს პლაზმა. კიდევ უნდა იყოს დამთხვევა ჯგუფის, რეზუსის და მთელი რიგი ლაბორატორიული პარამეტრების, ისე ვერ გამოიყენებ ამ პლაზმას,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, კოვიდ 19-ის წინააღმდეგ, პლაზმით მკურნალობის მეთოდი მასობრივი ვერ გახდება და საქართველოში მას მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში გამოიყენებენ.

„ამის შესაძლებლობა ძალიან შეზღუდულია. მინდა იცოდეთ, რომ ეს ვერ იქნება მასიური მკურნალობის მეთოდი იმიტომ, რომ საქართველოში სულ არის 178 გამოჯანმრთელებული. ამ ადამიანებიდან ყველას სისხლი არ გამოდგება დონორად პლაზმის დასამზადებლად. ჩვენ ვსინჯავთ ყველა ამ დონორის სისხლს და ვისაც გამოუმუშავდა ძლიერი იმუნიტეტი და ვისაც სისხლში აქვს დამცავი ანტისხეულების დიდი კონცენტრაცია, მხოლოდ მათი პლაზმა გამოდგება სამკურნალოდ და ასეთი ჩვენი წინასწარი მონაცემებით, არის დაახლოებით, 20-დან 1. პოტენციურად, 8 დონორი შეიძლება გვყავდეს მარტო, ამიტომ ამ მეთოდს ჩვენ გამოვიყენებთ ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც სხვა მედიკამენტი არ მუშაობს და იმედი გვაქვს, რომ გადავარჩენთ რამდენიმე პაციენტს,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.