LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Playboy-ის მოდელმა წმინდა მთაზე შიშველი ფოტოსესია მოაწყო

62

Playboy-ის 25 წლის მოდელმა ჯეილინ კუკიმ ახალ ზელანდიაში,  ვულკან ტარანაკის მწვერვალზე შიშველმა იპოზიორა, რითიც მაორის ხალხი გაანაწყენა, რადგან მათთვის ეს მთა წმინდაა. ამის შესახებ The Telegraph წერს.

გოგონამ ფოტო Instagram-ზე გამოაქვეყნა და მიაწერა, რომ ტარანაკზე ასვლა მის ცხოვრებაში ყველაზე რთული დაბრკოლება იყო. მოდელის განცხადებით, მას კრიტიკულად არ ჰყოფნიდა ჰაერი  და მიზნამდე რამდენიმე წუთით ადრე მზად იყო უკან დაბრუნებულიყო.

”ეს იგივეა, რომ შიშველმა ვატიკანის რომელიმე ტაძარში იპოზიორო, გოგონას საქციელი ტიპიური მაგალითია სხვადასხვა კულტურას შორის არსებული გაუგებრობისა” – ამბობს დენის ნგაუჰარი, მაორის ხალხის წარმომადგენელი.

მაორის ხალხს ტარანაკი წინაპრების განსასვენებელ ადგილად მიაჩნიათ, ვულკანი ხელშეუხებელია და მასზე ასვლა მხოლოდ განსაკუთრებულო შემთხვევებში, მაგალითად დასაფლავებისას შეიძლება.

მოდელი თავის მხრივ ამბობს, რომ მოგზაურობამდე მან ინტერნეტით ვულკანის შესახებ ინფორმაცია მოიძია, თუმცა ცნობა იმის შესახებ, რომ მთა წმინდაა, არ შეხვედრია.

WE DID IT!! This was BY FAR the hardest thing I have ever done! Both mentally and physically. 2 minutes out of the car park I was already hurting, sweating and ready to turn back 😂 But it’s amazing what you can accomplish with the encouragement and support of your partner! I could not have done this without you babe @thejoshshaw! • 🏔 Mount Taranaki Summit 🔭 9000ft ❄️ -11’C/35km winds 🏃🏻‍♀️ 12.6km (1.6km elevation) ⏰ 2am – 6.30pm (12hr hike time) 💪🏼 20kg pack (Josh had 40kg 😱) • This climb has forever changed me. I proved just how far I could push myself and I am truely proud of my accomplishment. This mountain was steep, rugged, ever changing and just pure brutal! Safe to say, I will never do it again 😅

A post shared by Jaylene Cook (@jaylenecook_) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები