LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლატინიმ ფულის აღება დაადასტურა

65

ფიფას პრეზიდენტისგან, ზეპ ბლატერისგან ზეპირი შეთანხმების შედეგად ფიფას ვიცე პრეზიდენტმა და უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკი მიიღო.

გამოცემა ”გარდიანი” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პლატინსა და ბლატერს შორის წერილობითი კონტრაქტი სამუშაოს შესრულებისთვის აღნიშნულ თანხაზე არ არსებობს.

შეგახსენებთ, ფიფას ეთიკის კომიტეტმა ბლატერი და პლატინი 90 დღით საფეხბურთო მოღვაწეობას იმ გადახდილი თანხისათვის ჩამოაშორა, რომელიც პლატინმა 1999-2002 წლებში გაწეული სამუშაოსათვის 2011 წელს მიიღო.

გაზეთის ცნობით, ბლატერმა და პლატინიმ დაკითხვაზე დაადასტურეს, რომ თანხის გადახდაზე ზეპირ შეთანხმებას მიაღწიეს.

ამასთან, შვეიცარიული კანონმდებლობის მიხედვით, დასაქმებულმა მოლაპარაკების მიხედვით, დადგენილი თანხა სამუშაოს შესრულებიდან ხუთ წელიწადში უნდა მიიღოს. სწორედ აღნიშნული კანონის დარღვევა გახდა საქმის აღძვრის მიზეზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები