ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერსა და უეფას ხელმძღვანელ მიშელ პლატინის, უფლებამოსილება მთელი სამი თვით ოფიციალურად შეუჩერდათ. მსგავსი გადაწყვეტილება ფიფას ეთიკის კომიტეტმა მიიღო.
ბლატერის მოვალეობას ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ისა აიატუ შეასრულებს.
მიზეზი ფიფას გარშემო აგორებული კორუფციული სკანდალია, რის გამოც შვეიცარიის პროკურატურამ საქმე აღძრა.
ბლატერის წინააღმდეგ საქმე შვეიცარიის პროკურატურამ აღძრა, სადაც ეჭვობენ, რომ ფიფას ხელმძღვანელმა პლატინის დაახლოებით 2 მლნ ფუნტი უკანონოდ გადაურიცხა.
ცოტა ხნის წინ ბლატერის თანამდებობიდან გათავისუფლება ფიფას ყველაზე მსხვილმა სპონსორებმა – Visa-მ, Coca-Cola-მ და McDonald’s-მა – მოითხოვეს.
შეგახსენებთ, ფიფას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაისად, 26 თებერვალს არის დანიშნული.